Bosch Power Tools GmbH (ახლა და შემდეგ წოდებული „ბოშის ელექტროინსტრუმენტები“ ან „ჩვენ“) მოგესალმებათ ჩვენს ინტერნეტ-გვერდებზე და მობილურ აპლიკაციებში (ერთობლივად წოდებული როგორც „ონლაინ შეთავაზებები“). მადლობას გიხდით ჩვენი კომპანიისა და ჩვენი პროდუქტების მიმართ გამოხატული ინტერესისთვის.
პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში თქვენი კონფიდენციალურობის დაცვა ისევე, როგორც ყველა ბიზნეს მონაცემის დაცვა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი საზრუნავია. ჩვენ ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც გროვდება თქვენ მიერ ჩვენი „ონლაინ შეთავაზებების“ სტუმრობისას, კონფიდენციალურად და ნორმატიული რეგულაციების შესაბამისად.
მონაცემთა დაცვა და ინფორმაციის უსაფრთხოება ჩვენი კორპორაციული პოლიტიკის ნაწილია.
Bosch Power Tools GmbH წარმოადგენს კონტროლერს, რომელიც თქვენი მონაცემების დამუშავებაზეა პასუხისმგებელი. გამონაკლისები ამ მონაცემთა დაცვის შესახებ შეტყობინებაშია გადმოცემული.
ჩვენი საკონტაქტო დეტალებია:
Robert Bosch Power Tools GmbH, Max-Lang-Straße 40-46, 70771 Leinfelden-Echterdingen, kontakt@bosch.de.
მონაცემთა შემდეგი კატეგორიები ექვემდებარება დამუშავებას:
პერსონალური მონაცემები შედგება ინფორმაციისგან, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს და მოიცავს, მაგ., სახელს, მისამართს, ტელეფონის ნომერს, ელფოსტის მისამართს, ძირითად საკონტრაქტო მონაცემებს, კონტრაქტით გათვალისწინებულ სააღრიცხვო და საგადახდო მონაცემებს, რომლებიც ადამიანის პიროვნების გამოხატულებას წარმოადგენს.
ჩვენ პერსონალურ მონაცემებს (IP მისამართის ჩათვლით) ვაგროვებთ, ვამუშავებთ და ვიყენებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამისთვის კანონიერი სამართლებრივი საფუძველი არსებობს ან თუ თანხმობა გვაქვს მიღებული თქვენგან პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე ან გამოყენებაზე, რაც, მაგ., რეგისტრაციის გზით არის გამოხატული.
ჩვენ და მომსახურების მიმწოდებლები, რომლებიც ჩვენ მიერ არიან უფლებამოსილნი, თქვენს პერსონალურ ინფორმაციას დამუშავების შემდეგი მიზნებისთვის ვამუშავებთ:
4.3.1 ამ „ონლაინ შეთავაზებების“ უზრუნველყოფა
(სამართლებრივი საფუძველი: ჩვენი მხარის ლეგიტიმური ინტერესი პირდაპირი მარკეტინგის მიმართ, თუ ეს მონაცემთა დაცვისა და კონკურენციის კანონმდებლობის შესაბამისად ხდება).
ამ მიზნებისთვის ასევე ვიყენებთ ჩვენი მომსახურების მომწოდებელს Zendesk Inc. 989 Market Street, San Francisco 94103 US. Zendesk ჩვენი დახმარების სამსახურის ტექნიკურ ინფრასტრუქტურას გვაწვდის.
4.3.2 მომსახურების შეფერხების აღმოფხვრა და, ასევე, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე.
(სამართლებრივი საფუძველი: ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება მონაცემთა დაცვის ფარგლებში და ლეგიტიმური ინტერესი მომსახურების შეფერხების აღმოფხვრისა და ჩვენი შეთავაზებების დაცვისადმი).
4.3.3 ჩვენი უფლებების დაცვა და მხარდაჭერა.
(სამართლებრივი საფუძველი: ჩვენი მხარის ლეგიტიმური ინტერესი, დაიცვას საკუთარი უფლებები).
ყოველ ჯერზე თქვენ მიერ ინტერნეტის გამოყენებისას, თქვენი ბრაუზერი კონკრეტულ ინფორმაციას გადასცემს, რომელსაც ჩვენ ე.წ. ლოგ-ფაილებში ვინახავთ.
ჩვენ ლოგ-ფაილებს მომსახურების შეფერხების განსაზღვრისა და უსაფრთხოების შეხედულებებიდან გამომდინარე (მაგ, თავდასხმის მცდელობის გამოსაძიებლად) 30 დღის განმავლობაში ვინახავთ, შემდეგ კი ვშლით. ლოგ-ფაილები, რომელთა შენახვა აუცილებელია მტკიცებულებების სახით, არ წაიშლება, სანამ შესაბამისი ინციდენტი არ გადაიჭრება და შესაძლოა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაეცეს საგამოძიებო ორგანოებს.
ლოგ-ფაილებში შემდეგი ინფორმაცია ინახება:
- ონლაინ შეთავაზებაზე წვდომისათვის გამოყენებული ტერმინალური მოწყობილობის IP-მისამართი (ინტერნეტ-პროტოკოლის მისამართი);
- იმ ვებსაიტის ინტერნეტ-მისამართი, საიდანაც ხდება ონლაინ-შეთავაზებაზე წვდომა (ე.წ. საწყისი URL-მისამართი ან რეფერერის URL-მისამართი);
- იმ ფაილების ან ინფორმაციის დასახელება, რომლებზეც წვდომა განხორციელდა;
- თარიღი და დრო, ასევე მონაცემების გამოძახების ხანგრძლივობა;
- გადაცემული მონაცემების მოცულობა;
- http სტატუსის კოდი (მაგ., „მოთხოვნა წარმატებულად შესრულდა“ ან „მოთხოვნილი ფაილი ვერ მოიძებნა“).
ეს „ონლაინ შეთავაზება“ არ რის განკუთვნილი 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
როგორც წესი, თქვენი პერსონალური მონაცემები სხვა კონტროლერებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაცემა, თუ ეს საკონტრაქტო ვალდებულებების შესასრულებლად მოითხოვება ან თუ ჩვენ თვითონ ან მესამე მხარეს ლეგიტიმური ინტერესი გვაქვს მონაცემთა გადაცემაში ან თუ თქვენ მოგვეცით ამის თანხმობა. დეტალები სამართლებრივი საფუძვლისა და მიმღებთა ან მიმღებთა კატეგორიების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ განყოფილებაში „დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძველი“.
გარდა ამისა, სხვა კონტროლერებს მონაცემები შეიძლება გადაეცეს ისეთ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ეს ნორმატიული რეგულაციებით ან იურიდიული ძალის მქონე ადმინისტრაციული და სასამართლო ბრძანებებით გვევალება.
4.6.1 მომსახურების მიმწოდებლები (ზოგადი)
ჩვენ მომსახურების გარე მიმწოდებლებს მოვიზიდავთ ისეთი ამოცანების შესასრულებლად, როგორებიცაა პროგრამირება და მონაცემთა ჰოსტინგის სერვისები. ჩვენ ხსენებული მომსახურების მიმწოდებლები გულდასმით გვყავს შერჩეული და მათ მონიტორინგს რეგულარულად ვახორციელებთ, განსაკუთრებით, იმ მონაცემთა საგულდაგულო დამუშავებასა და დაცვასთან მიმართებით, რომლებსაც ისინი ინახავენ. მომსახურების ყველა მიმწოდებელი ვალდებულია, შეინარჩუნოს კონფიდენციალურობა და დაიცვას ნორმატიული დებულებები. მომსახურების მიმწოდებლები შეიძლება იყვნენ Bosch-ის ჯგუფის სხვა კომპანიები.
ჩვენ შესაძლოა გადავცეთ თქვენი პერსონალური მონაცემები მიმღებებს, რომლებიც EEA-ს ფარგლებს გარეთ, ე.წ. მესამე ქვეყნებში იმყოფებიან. ასეთ შემთხვევაში, გადაცემამდე ჩვენ ვგარანტირებთ, რომ მონაცემთა მიმღებმა უზრუნველყოს მონაცემთა დაცვის სათანადო დონე ან თქვენ გქონდეთ გაცხადებული თანხმობა მონაცემთა გადაცემაზე.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ მესამე ქვეყნის მიმღებთა მიმოხილვა და კონკრეტულად შეთანხმებული დებულებების ასლი, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვის შესაბამის დონეს. ამ მიზნით, გთხოვთ, გამოიყენოთ „კონტაქტის“ განყოფილებაში გაკეთებული განცხადებები.
როგორც წესი, თქვენს მონაცემებს იმდენ ხანს ვინახავთ, რამდენ ხანსაც არის ეს აუცილებელი „ონლაინ შეთავაზებებისა“ და დაკავშირებული მომსახურების მისაწოდებლად ან იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მონაცემთა შენახვის ლეგიტიმური ინტერესი გაგვაჩნია (მაგ., ჩვენ საკონტრაქტო ვალდებულებების შესრულების შემდეგაც შეიძლება გვქონდეს ლეგიტიმური ინტერესი საფოსტო მარკეტინგის მიმართ). ყველა სხვა შემთხვევაში ჩვენ წავშლით თქვენს პერსონალურ მონაცემებს იმ მონაცემების გამოკლებით, რომელთა შენახვა სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად გვევალება (მაგ., შეკავების პერიოდების გამოისობით, საგადასახადო და სავაჭრო კოდექსების შესაბამისად, ჩვენ ვალდებულნი ვართ, გარკვეული დროის განმავლობაში ხელთ გვქონდეს ისეთი დოკუმენტები, როგორიც კონტრაქტები და ანგარიშ-ფაქტურებია).
ჩვენი ონლაინ მომსახურების კონტექსტში შესაძლოა გამოყენებული იყოს ქუქი-ფაილები და თვალის დევნების მექანიზმები.
ქუქი-ფაილები არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც თქვენს მოწყობილობაში ინახება ჩვენი ონლაინ მომსახურების ვიზიტისას.
თვალის დევნება განსხვავებული ტექნოლოგიების გამოყენებით არის შესაძლებელი. კერძოდ, ჩვენ ინფორმაციას ვამუშავებთ პიქსელური ტექნოლოგიის გამოყენებით და/ან ლოგ-ფაილის ანალიზის განმავლობაში.
ჩვენ ვასხვავებთ ქუქი-ფაილებს, რომლებიც სავალდებულო წესით მოითხოვება ონლაინ მომსახურების ტექნიკური ფუნქციებისთვის და ისეთ ქუქი-ფაილებსა და თვალის დევნების მექანიზმებს, რომლებიც სავალდებულო წესით არ მოითხოვება ონლაინ მომსახურების ტექნიკური ფუნქციებისთვის.
ზოგადად, შესაძლებელია ონლაინ მომსახურების გამოყენება ისეთი ქუქი-ფაილების გარეშე, რომლებიც არატექნიკურ მიზნებს ემსახურება.
5.1.1 ტექნიკურად აუცილებელი ქუქი-ფაილები
ტექნიკურად სავალდებულო ქუქი-ფაილებში ჩვენ ისეთ ქუქი-ფაილებს ვგულისხმობთ, რომელთა გარეშეც ონლაინ მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფა ვერ იქნება გარანტირებული. ეს მოიცავს ე.წ. ქუქი-ფაილებს, რომლებიც მონაცემებს ინახავს ვიდეო ან აუდიო მასალის შეუფერხებელი რეპროდუქციისთვის.
თქვენ მიერ ვებსაიტის დატოვებისას ასეთი ქუქი-ფაილები წაიშლება.
5.1.2 ქუქი-ფაილები და თვალის დევნების მექანიზმები, რომლებიც ტექნიკური თვალსაზრისით არ არის სავალდებულო
ქუქი-ფაილებს და თვალის დევნების მექანიზმებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიყენებთ, თუ თქვენგან წინასწარი თანხმობა გვაქვს მიღებული. იმ ქუქი-ფაილების გამოკლებით, რომლებიც თქვენი კონფიდენციალურობის პარამეტრების მიმდინარე სტატუსს ინახავს (შერჩევის ქუქი-ფაილები). ამ ქუქი-ფაილების დაყენება ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე ხდება.
ქუქი-ფაილებთან და თვალის დევნების მექანიზმებთან მიმართებით ჩვენ ორ ქვეკატეგორიას ვასხვავებთ:
ეს ქუქი-ფაილები აიოლებს მუშაობას და, ამგვარად, საშუალებას გაძლევთ, უფრო კომფორტულად გაეცნოთ ჩვენს ონლაინ მომსახურებას. მაგალითად, ეს ქუქი-ფაილები შესაძლოა მოიცავდეს ენის პარამეტრებს.
ზოგადი ნაწილი
მარკეტინგული ქუქი-ფაილების და თვალის დევნების მექანიზმების გამოყენებით ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს საშუალება გვეძლევა, გიჩვენოთ თქვენს ინტერესებზე დაფუძნებული შეთავაზებები, რომლებიც თქვენი სამომხმარებლო ქცევის ანალიზის შედეგს წარმოადგენს:
— სტატისტიკა:
სტატისტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით ჩვენ ვზომავთ, მაგ., თქვენ მიერ გვერდის ნახვების რაოდენობას.
— კონვერსიისთვის თვალის დევნება:
როდესაც ჩვენს ვებსაიტზე წვდომას შესაბამისი პარტნიორის რეკლამის საშუალებით ახორციელებთ, ჩვენი პარტნიორები, რომლებიც კონვერსიისთვის თვალის დევნებით არიან დაკავებულნი, თქვენს კომპიუტერში ათავსებენ ქუქი-ფაილებს („კონვერსიის ქუქი-ფაილები“). ჩვეულებრივ, ასეთი ქუქი-ფაილები 30 დღის შემდეგ აღარ არის ქმედითი. თუ ჩვენი ვებსაიტის კონკრეტულ გვერდებს ეწვევით და ქუქი-ფაილების ვადა ჯერ არ იქნება გასული, ჩვენ და კონვერსიის შესაბამისი პარტნიორი ამოვიცნობთ იმას, რომ კონკრეტულმა მომხმარებელმა რეკლამაზე დააწკაპუნა და, ამგვარად, ჩვენს ვებსაიტზე იქნა გადამისამართებული. ეს ასევე შეიძლება რამდენიმე მოწყობილობაზე განხორციელდეს. საკონვერსიო ქუქი-ფაილების საშუალებით მოპოვებული ინფორმაცია კონვერსიის სტატისტიკის შედგენისა და იმ მომხმარებელთა ჯამური რაოდენობის რეგისტრაციას ემსახურება, რომლებმაც შესაბამის რეკლამაზე დააწკაპუნეს და ვებსაიტზე იქნენ გადამისამართებულები კონვერსიის თვალის დევნების თეგით.
— ხელახალი თარგეთირება:
ეს ინსტრუმენტები მომხმარებელთა პროფილებს ქმნის სარეკლამო ქუქი-ფაილების ან მესამე მხარის სარეკლამო ქუქი-ფაილების, ე.წ. „ვებ შუქურების“ (უხილავი გრაფიკის, რომელსაც ასევე პიქსელებს ან თვალის დევნების პიქსელებს უწოდებენ) ან თანაზომადი ტექნოლოგიების საშუალებით. ეს ინტერესზე დაფუძნებული რეკლამისთვის და იმ სიხშირის კონტროლისთვის გამოიყენება, რომლითაც მომხმარებელი კონკრეტულ რეკლამას ხედავს. შესაბამისი პროვაიდერი არის კონტროლერი, რომელიც პასუხისმგებელია ინსტრუმენტთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავებისთვის. ზემონახსენები მიზნებიდან გამომდინარე, ინსტრუმენტების პროვაიდერებს შეუძლიათ, გაუმჟღავნონ ინფორმაცია მესამე მხარეებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ შესაბამისი პროვაიდერის შეტყობინება მონაცემთა დაცვის შესახებ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ინსტრუმენტების გამოყენება შესაძლოა გულისხმობდეს თქვენი მონაცემების გადაცემას EEA-ს ფარგლებს გარეთ, სადაც არ არის უზრუნველყოფილი მონაცემთა დაცვის შესაბამისი ხარისხი GDPR-ის შესაბამისად (მაგ. აშშ). ამ მიმართებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ ინდივიდუალური მარკეტინგული ინსტრუმენტების შემდეგ აღწერას.
5.3.1 Google Analytics
სახელი: Google Analytics-ის პროვაიდერი: Google Ireland Limited, Gordon House, Barrow Street, Dublin 4, Ireland
ფუნქცია: მომხმარებლის ქცევის ანალიზი (გვერდების ძიება, ვიზიტორების და ვიზიტების, ჩამოტვირთვების რაოდენობა), ფსევდონიმური სამომხმარებლო პროფილების შექმნა სისტემაში შესული Google მომხმარებლების მოწყობილობათა ინფორმაციაზე დაყრდნობით (მოწყობილობათა თვალის დევნება), ფსევდონიმური მომხმარებლის მონაცემთა გამდიდრება Google-ის მიერ მოწოდებული, მიზნობრივი, ჯგუფისთვის სპეციფიკური ინფორმაციით, UX ტესტირება, კონვერსიებისთვის თვალის დევნება და ხელახალი თარგეთირება Google რეკლამასთან ერთად
5.3.2 Tealium
სახელი: Tealium
პროვაიდერი: Tealium Inc., 11095 Torreyana Road San Diego, CA 92121
ფუნქცია: ვებსაიტის თეგების ადმინისტრირება მომხმარებლის ინტერფეისის საშუალებით, პროგრამული კოდების ინტეგრირება ჩვენს ვებსაიტებში
ქუქი-ფაილების და თვალის დევნების მექანიზმების პარამეტრების მართვა ბრაუზერის და/ან კონფიდენციალურობის პარამეტრებში შეგიძლიათ.
შენიშვნა: თქვენ მიერ განსაზღვრული პარამეტრები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებულ ბრაუზერთან არის მიმართებაში.
5.4.1 ყველა ქუქი-ფაილის დეაქტივაცია
თუ ყველა ქუქი-ფაილის დეაქტივაცია გსურთ, გთხოვთ, ეს გააკეთოთ თქვენი ბრაუზერის პარამეტრებში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს ვებსაიტის ფუნქციონირებაზე.
5.4.2 პარამეტრების მართვა იმ ქუქი-ფაილებთან და თვალის დევნების მექანიზმებთან მიმართებით, რომლებიც ტექნიკურად არ არის სავალდებულო
ჩვენი ვებსაიტების ვიზიტისას თქვენ ქუქი-ფაილების დონეზე გკითხავენ, ეთანხმებით თუ არა ჩვენ მიერ კომფორტულობის ქუქი-ფაილების, მარკეტინგული ქუქი-ფაილების ან თვალის დევნების მექანიზმების გამოყენებას.
ჩვენი კონფიდენციალურობის პარამეტრებში შეძლებთ, უკან გაიხმოთ თანხმობა ან მოგვიანებით განაცხადოთ ის.
სოციალური მედიის ჩვენს პლატფორმაზე (მაგ. Twitter-ზე) ვიყენებთ კომუნიკაციის ხელსაწყოებს ამ სოციალური მედიის პლატფორმების მეშვეობით გაგზავნილი თქვენი შეტყობინებების დასამუშავებლად და მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.
სოციალური მედიის ჩვენი პლატფორმის მეშვეობით შეტყობინების გაგზავნისას შეტყობინება განიხილება თქვენი მოთხოვნის დასამუშავებლად (და საჭიროების შემთხვევაში დამატებით მონაცემების, რომლებსაც ვიღებთ სოციალური მედიის პროვაიდერისგან ამ შეტყობინებასთან დაკავშირებით, მაგალითად, თქვენი სახელი ან ფაილები).
გარდა ამისა, შეგვიძლია გავაანალიზოთ ეს მონაცემები აგრეგირებული და ანონიმური ფორმით, რათა უკეთ გავიგოთ, თუ როგორ გამოიყენება ჩვენი სოციალური მედიის პლატფორმა.
ჩვენ გადავუგზავნით თქვენს მიერ მოწოდებულ პერსონალურ მონაცემებს Bosch-ის იურიდიულ პირს, რომელიც პასუხისმგებელია თქვენი კითხვის დამუშავებაზე (მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მოთხოვნა ეხება პროდუქტს, რომელიც Bosch-ის სხვა იურიდიული პირის მიერ არის რეალიზებული). თქვენი მონაცემების დამუშავების სამართლებრივ საფუძველს ჩვენი კანონიერი ინტერესი წარმოადგენს (GDPR-ის მუხ. 6 პარაგ. 1 ს. 1 პუნ. „f“). ან, თუ ვრცელდება, არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა (GDPR-ის მუხ. 6 პარაგ. 1 ს. 1 პუნ. „b“ GDPR). დამუშავებული პირადი მონაცემები წაიშლება თქვენი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 180 დღისა.
ჩვენი „ონლაინ შეთავაზებები“ შეიცავს ბმულებს მესამე მხარეთა ინტერნეტ გვერდებზე, განსაკუთრებით, იმ პროვაიდერების გვერდებზე, რომლებიც ჩვენთან არ არიან დაკავშირებულნი. ბმულზე დაწკაპუნების შემდეგ ჩვენ ვეღარ ვახდენთ გავლენას პერსონალური ინფორმაციის მოგროვებაზე, დამუშავებასა და გამოყენებაზე, რომელიც ბმულზე დაწკაპუნების გზით შესაძლოა მესამე მხარეებს გადაეცეს (ასეთია IP მისამართი და იმ საიტის URL, რომელზეც ბმულია განთავსებული), რადგან ბუნებრივია, რომ მესამე მხარეთა ქცევა ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას მესამე მხარეთა მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
ჩვენი თანამშრომლები და კომპანიები, რომლებიც მომსახურებას ჩვენი სახელით ეწევიან, ვალდებულნი არიან, დაიცვან კონფიდენციალურობა და შესაბამისობაში იყვნენ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან.
ჩვენ ყველა აუცილებელ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებას ვატარებთ უსაფრთხოების სათანადო დონის უზრუნველსაყოფად და თქვენი იმ მონაცემების დასაცავად, რომლებსაც ჩვენ ვუწევთ ადმინისტრირებას, განსაკუთრებით, განუზრახველი და უკანონო განადგურების, მანიპულირების, დაკარგვის, შეცვლის ან არაუფლებამოსილი გამჟღავნების და არაუფლებამოსილი წვდომის რისკებისგან. უსაფრთხოების ღონისძიებები, რომლებსაც ჩვენ ვატარებთ, გამუდმებით განიცდის სრულყოფას ტექნოლოგიური პროგრესის შესაბამისად.
თქვენი უფლებების დასაცავად, გთხოვთ, გამოიყენოთ „კონტაქტის“ მე-16 განყოფილებაში გაკეთებული განცხადებები. ამასთან, დარწმუნდით, რომ შესაძლებელია თქვენი პიროვნების არაორაზროვანი იდენტიფიკაცია.
უფლება ინფორმაციასა და წვდომაზე
თქვენ გაქვთ უფლება, მოიპოვოთ ინფორმაცია ჩვენგან იმის შესახებ, არის თუ არა თქვენი პერსონალური ინფორმაცია დამუშავებული და, თუ ასეა, მოიპოვოთ წვდომა თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე.
შესწორებისა და წაშლის უფლება
თქვენ გაქვთ არაზუსტი პერსონალური მონაცემების შესწორების მოთხოვნის უფლება. რამდენადაც კანონიერი მოთხოვნები სრულდება, თქვენ გაქვთ თქვენი მონაცემების შევსების ან წაშლის მოთხოვნის უფლება.
ეს არ ეხება მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია ბილინგის ან საბუღალტრო მიზნებისთვის ან რომლებიც შენახვის კანონით დადგენილ ვადას გულისხმობს. თუმცა, თუ ასეთ მონაცემებზე წვდომა არ მოითხოვება, მათი დამუშავება შეზღუდულია (იხ. შემდეგი).
დამუშავების შეზღუდვა
რამდენადაც კანონიერი მოთხოვნები სრულდება, თქვენ გაქვთ თქვენი მონაცემების დამუშავების შეზღუდვის მოთხოვნის უფლება.
მონაცემთა პორტაბელურობა
რამდენადაც კანონიერი მოთხოვნები სრულდება, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენ მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიღება სტრუქტურირებული, საყოველთაოდ მიღებული და მანქანით წაკითხვადი ფორმატით ან, თუ ეს ტექნიკურად არის შესაძლებელი, მოითხოვოთ ჩვენ მიერ მათი გადაცემა მესამე მხარისთვის.
პირდაპირ მარკეტინგზე უარის თქმა
გარდა ამისა, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ უარი თქვათ თქვენი პერსონალური მონაცემების პირდაპირ მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავებაზე. გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაციული მიზეზების გამო, შესაძლოა თქვენი უარის შემდეგ თქვენი მონაცემების გამოყენება უკვე გაშვებული კამპანიის ფარგლებში მოხდეს.
„კანონიერი ინტერესის“ სამართლებრივ საფუძველზე მონაცემთა დამუშავებაზე უარის თქმა
გარდა ამისა, თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს უარი თქვათ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, როდესაც ეს კანონიერი ინტერესის საფუძველზე ხდება. ამ შემთხვევაში შევწყვეტთ თქვენი მონაცემების დამუშავებას, თუ არ წარვადგენთ დამაჯერებელ კანონიერ საფუძვლებს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც პრევალირებს თქვენს უფლებებზე.
თქვენი თანხმობის გამოთხოვა
თუ თქვენ თანხმობა განაცხადეთ თქვენი მონაცემების დამუშავებაზე, უფლება გაქვთ, ნებისმიერი დროს გამოითხოვოთ თანხმობა სამომავლოდ. მონაცემთა დამუშავების კანონიერება თქვენ მიერ გამოთხოვამდე უცვლელი დარჩება.
თქვენ გაქვთ უფლება, შეიტანოთ საჩივარი სამეთვალყურეო ორგანოში. შეგიძლიათ მიმართოთ სამეთვალყურეო ორგანოს, რომელიც პასუხს აგებს თქვენი ბინადრობის ადგილზე ან თქვენი ბინადრობის ქვეყანაზე ან იმ სამეთვალყურეო ორგანოს, რომელიც ჩვენზეა პასუხისმგებელი. ეს არის:
მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის თავისუფლების სახელმწიფო კომისარი
მისამართი:
Lautenschlagerstraße 20
70173 Stuttgart, GERMANY
საფოსტო მისამართი:
P.O. Box 10 29 32
70025 Stuttgart, GERMANY
ტელეფონის ნომერი: 0711/615541-0
ფაქსი: 0711/615541-15
ელფოსტა: poststelle@lfdi.bwl.de
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევცვალოთ უსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის ღონისძიებები. ასეთ შემთხვევებში ჩვენ შესაბამისად შევცვლით ჩვენს შეტყობინებას მონაცემთა დაცვის შესახებ. შესაბამისად, გთხოვთ, გაითვალისწინოთ მონაცემთა დაცვის შესახებ შეტყობინების მოქმედი ვერისა, რადგან ის შესაძლოა შეიცვალოს.
თუ ჩვენთან დაკავშირება გსურთ, ჩვენი პოვნა „კონტროლერის“ განყოფილებაში მითითებულ მისამართზე შეგიძლიათ.
თქვენი უფლებების დასაცავად შემდეგი ბმული გამოიყენეთ: https://request.privacy-bosch.com/entity/PTDE/?app=9ec84c1f-47fd-4ca5-84dc-e4c555a3a3af.
მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული ინციდენტების შესატყობინებლად შემდეგი ბმული გამოიყენეთ: https://www.bkms-system.net/bosch-datenschutz.
რჩევებისა და საჩივრებისთვის თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით, გირჩევთ, ჩვენს მონაცემთა დაცვის ოფიცერს დაუკავშირდეთ:
მონაცემთა დაცვის ოფიცერი
ინფორმაციის უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა (C/ISP)
Robert Bosch GmbH
Postfach 30 02 20
70442 Stuttgart,
GERMANY
ან
mailto:DPO@bosch.com.
ძალაში შესვლის თარიღი: 13.11.2ß24